|
2020-08-22 23:51:32, 1629 ნახვა
საზოგადოება
ქეთევან ბაკარაძე - მასში თითქოს მთელი აფხაზეთის ტკივილი იყო თავმოყრილი და მაინც უკან დაბრუნების იმედი იმ მიწაზე, სადაც გამოუთქმელი უბედურების გადატანა მოუხდა
მასში თითქოს მთელი აფხაზეთის ტკივილი იყო თავმოყრილი, ტკივილი და მაინც უკან დაბრუნების იმედი იმ მიწაზე, სადაც გამოუთქმელი უბედურების გადატანა მოუხდა, - ასე ეხმაურება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე აფხაზეთიდან დევნილი ნაირა კალანდია-გერგედავას გარდაცვალებას. „ნაირა კალანდიას გარდაცვალება ისეთი ტკივილია ჩემთვის, რომელიც მართლა არ ვიცი როგორ გამოვხატო ახლა ისე, როგორც განვიცდი. ამ ქვეყნიდან ჩვენი მიწაწყლის ყველა შვილის წასვლა გვტკივა, გვენანება, ყველას თავისი სევდიანი ისტორია აქვს, მაგრამ ეს ქალბატონი ერთ-ერთი იყო იმათგან, ვინც იმ ავადსახსენებელი მოვლენების შემდეგ ცხოვრების გაგრძელება უკან დაბრუნების დაუცხრომელი სურვილით შეძლო, არ გაბოროტდა, ყველა ერთი საზომით არ გაზომა და მაინც მოკეთეს ეძებდა ყველგან. 17 წლის შვილი თვალწინ უწამეს, დაუხვრიტეს და შემდეგ ამ ისტორიის შემზარავი გაგრძელება ყველამ იცის... არ არის ალბათ, რთული, თუმცა არც მარტივია იმის გააზრება, რამხელა ტკივილით ცხოვრობდა აქამდე ქალბატონი ნაირა, და ბოლო პერიოდში, როცა მძიმე სენს ებრძოდა და მისი სიცოცხლის გადასარჩენად ვიბრძოდით, მისი განსაკუთრებულად თბილი მოკითხვები, მე დიდ სტიმულს მაძლევდა, სხვაგვარად მაფიქრებდა წარსულზეც, მომავალზეც და ეს საფიქრალი სულ ჩემთან დარჩება. ვწუხვარ ძალიან, მთელი გულით ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, ნაცნობებს, მეგობრებს, თითოეულ ჩვენგანს ამ იშვიათად მწარე ბედის ქალბატონის გარდაცვალებას, რადგან მასში თითქოს მთელი აფხაზეთის ტკივილი იყო თავმოყრილი, ტკივილი და მაინც უკან დაბრუნების იმედი იმ მიწაზე, სადაც გამოუთქმელი უბედურების გადატანა მოუხდა“ , - წერს ქეთევან ბაკარაძე სოციალურ ქსელში.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)