20:42 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-22 10:53:02, 10445 ნახვა

სამხედრო
კრწანისში გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი კალათბურთში მიმდინარეობს

წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი „3X3 კალათბურთში“ მიმდინარეობს. ტურნირი 18 აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება და მასში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების 52 გუნდი მონაწილეობს.

სპორტული შეჯიბრის პირველი ეტაპი დღეს დასრულდა, სადაც თავდაცვის ეროვნული გვარდიისა და ჯარების ლოჯისტიკის უზრუნველყოფის სარდლობის 8 გუნდმა იასპარეზა. აქედან გამარჯვებული 2 გუნდი ტურნირის მეორე დასკვნით ეტაპზე გადავიდა.
ტურნირი „3X3 კალათბურთში“ 26 აგვისტოს ფინალური თამაშით ბათუმში დასრულდება, სადაც პირველ ეტაპზე გამოვლენილი საუკეთესო 8 გუნდი შეხვდება ერთმანეთს. ტურნირის გამარჯვებული გუნდი გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალ თასს მიიღებს, ხოლო სამი საპრიზო ადგილის მფლობელი მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდება. ფინალური თამაშის გარდა, ბათუმის ბულვარში სპეციალურად მოწყობილ მოედანზე, დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები პარა-კალათბურთში საჩვენებელ თამაშს გამართავენ.

ჩემპიონატი თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით წელს დაარსდა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ტარდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics