|
2015-09-11 10:01:34, 868 ნახვა
სამართალი
შსს-მ ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა
შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფი ბადრი ი. 8 სექტემბერს ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 1 შეკვრად დაფასოებული, 1,8372 გრ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 1 შეკვრად დაფასოებული 4,022 გრ გამომშრალი მარიხუანა ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება დიდი ოდენობით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 273-ე მუხლით).
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)