|
2020-08-20 11:20:52, 1059 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - გლობალური პანდემიის მიუხედავად, ჩვენთან საარჩევნო პროცესია, რომელიც უმაღლესი ხარისხით უნდა ჩავატაროთ
გლობალური პანდემიის მიუხედავად, ჩვენთან საარჩევნო პროცესია, რომელიც უმაღლესი ხარისხით უნდა ჩავატაროთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობისთვის პირველ რიგში მნიშველოვანია ადამიანების ჯამრთელობა და სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ამასთანავე სოციალური დახმრება. „გლობალური პანდემია, ისევე როგორც ღრმა ეკონომიკური კრიზისი ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა ჩვენ კარგად უნდა გევესმოდეს, რომ საქართველოს შემთხვევაში ჩვენთან პარალელურად მიმდინარეობს არჩევნები, საარჩევნო პროცესი, რომელიც ასევე უმაღლესი ხარისხით უნდა ჩავატაროთ და ესეც არის მთავრობისა და ხელისუფლების პასუხისმგებლობა, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენთვის პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელობანი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, სამუშაო ადგილების შენარჩუნება და რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების სოციალური დახმარება, განსაკუთრებით ბავშვების“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)