|
2020-08-18 12:56:34, 1030 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია - დიდუბე-ჩუღურეთში მხარს ვუჭერთ ზურა ჯაფარიძეს, საბურთალოზე კი, უბრალოდ კანდიდატს არ ვაყენებთ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ენმ მკაფიოდ უჭერს მხარს ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურას დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში. როგორც მელიამ „მთავარ არხთან“ საუბრისას განაცხადა, საბურთალოს ოლქში ენმ საკუთარ კანდიდატს არ დააყენებს. „ვინაიდან საბურთალოს ოლქში არის არაერთი ღირსეული ოპოზიციური კანდიდატი წარმოდგენილი, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უბრალოდ, არ დავაყენოთ კანდიდატი საბურთალოს რაიონში. ბატონ ზურაბ ჯაფარიძეს მკაფიოდ ვუჭერთ მხარს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში და თავიდან ბოლომდე მას გამარჯვებაში დავეხმარებით ბატონი ვოლსკის დამარცხებაში. რაც შეეხება საბურთალოს, იქ უბრალოდ კანდიდატს არ ვაყენებთ“, - განაცხადა ნიკა მელიამ. შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციის საერთო კანდიდატი საბურთალოს ოლქში ირაკლი ოქრუაშვილი, დიდუბე-ჩუღურეთში კი, ზურაბ ჯაფარიძე იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)