|
2015-09-10 13:33:31, 1396 ნახვა
კომენტარი
ღარიბაშვილი: ჩინური კომპანიები დაინტერესებულები არიან, ანაკლიის პორტის მშენებლობაში მონაწილეობა მიიღონ
დღეს ჩვენ გააზრებულად ვაცხადებთ, რომ გვსურს ამ პროექტის მონაწილეები გავხდეთ, რადგან მიგვაჩნია, „ახალი აბრეშუმის გზა“ შექმნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნისთვის, მოიტანს ახალ ინვესტიციებს, ეკონომიკურ განვითარებას, ვაჭრობის გააქტიურებას,–ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ჩინელ კოლეგასთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, ორი ქვეყნის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის. „მქონდა ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრა ჩინეთის პრემიერთან. ჩვენ განვიხილეთ სტრატეგიული პროექტები, რომლებიც საინტერესო იქნება ორივე მხარისთვის. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივას „ახალი აბრეშუმის გზის“ შესახებ, ეს არის კონცეფცია –„ერთი სარტყელი–ერთი გზა“. ეს არის ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის პროექტი. ისტორიულად საქართველო აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილი იყო და სწორედ დღეს ჩვენ გააზრებულად ვაცხადებთ, რომ გვსურს ამ პროეტის მონაწილეები გავხდეთ. ჩვენი მიზანია საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის მაქსიმალურად გონივრულად გამოყენება. არ გვსურს საქართველო იყოს დაპირისპირების ადგილი და გვინდა, რომ ის იყოს შერიგების, ურთიერთგაგების, მოლაპარაკების და მშვიდობის ადგილი. ეს არის ის მისია, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ისტორიულად ასრულებდა. ხელისუფლების მიზანია, მაქსიმალური წინსვლა ამ მისიის შესრულებაში და რაც შეიძლება მოკლე ვადებში მივაღწიოთ შედეგს,“–აღნიშნა პრემირმა. მისივე თქმით, ჩინეთის პრემიერ–მინისტრთან ერთად განიხილა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პროექტები. მხარეებმა ისაუბრეს ანაკლიის პორტის შესახებ. „მეორე პროექტი, რაც ჩვენ განვიხილეთ, არის აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი, ჩვენი ქვეყანა თანადამფუძნებელია ამ ბანკის. პირველ ეტაპზე 100 მილიარდია ბანკის კაპიტალი, მაგრამ საბოლოოდ 500 მილიარდიან ინვესტიციებზეა საუბარი. მე მექნება ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრა პეკინში და ვფიქრობ, რომ რამდენიმე მსხვილი პროექტის დაფინანსებას შევძლებთ. ამის მზაობა და სურვილი ჩინური მხრიდან უკვე არსებობს. ჩემმა კოლეგამ საუბრისას განაცხადა, რომ ჩინური კომპანიები დაინტერესებულები არიან, მიიღონ მონაწილეობა ანაკლიის პორტის მშენებლობაში, რაც არის სერიოზული განაცხადი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი მთავარი მიზანი იყო მიგვეღწია ჩინური კომპანიების ჩართულობისთვის ამ პროექტში,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. პრემიერის ინფორმაციით, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ ოქტომბერში ჩინეთიდან 200–მდე წარმომადგენელი დაესწრება.
ბელგოროდზე დრონებით თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიჭრა
FIFA-ს გადაწყვეტილებას ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში შოუ გამოიყენოს, გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ
NYT: ტრამპის ადმინისტრაციამ შეიმუშავა გეგმა მომავალ კვირას ირანზე დარტყმების განახლების შესახებ
პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას დნესტრისპირეთის მაცხოვრებლებისთვის პასპორტების დარიგების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)