|
2020-08-15 18:06:35, 1124 ნახვა
პოლიტიკა
ევროპულმა საქართველომ გორის მერს რუსული დროშით დაბადების დღე მიულოცა
გორში ევროპული საქართველოს აქტივისტებმა გორის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილს დაბადების დღე მერიის შენობის წინ რუსეთის დროშის დახატვითა და წარწერით КГБ-ით მიულოცეს. პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლის, ეთერ ჯალაღანიას განმარტებით, პერფორმანსი გორის მიერ წარსულში გაკეთებულ პრორუსულ განცხადებებს ეძღვნებოდა. „ვინაიდან ბატონ კოტე თავზარაშვილს გაძლიერებული ნოსტალგია აწუხებს რუსეთისა და საბჭოთა კავშირის მიმართ, ჩვენ გადავწყვიტეთ მას რუსული დროშით მივულოცოთ დაბადების დღე. ზუსტად ამ ნოსტალგიის და სიმპატიების დამსახურებაა, რომ მისი სავაჭრო გარიგებები რუსული ორგანიზაციებისთვის ბევრად მომგებიანია, ვიდრე საქართველოსთვის. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ მას რუსული პასპორტი ვაჩუქოთ. სიამოვნებით შევუძენდით ბილეთსაც“, – განაცხადა ეთერ ჯალაღანია. 2019 წელს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყეს და რამდენიმე დღეში შეწყვიტეს. 15 აგვისტოს კი მავთულხლართების მონტაჟი გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში მერი შვებულებაში იყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)