17:38 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-15 17:15:22, 1174 ნახვა

პოლიტიკა
დეკანოიძე - ენმ-სა და სააკაშვილზე თავდასხმა საერთო ბრძოლას აზიანებს

„ენმ-სა და სააკაშვილზე თავდასხმა საერთო ბრძოლას აზიანებს“, - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, თუ რომელიმე პარტია კვალიციას არ ქმნის ენმ-სთან, მაშინ რჩება მხოლოდ „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე თავდასხმა და, მათ შორის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერზე, მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმა – ეს არის სწორედ ბიძინა ივანიშვილის სურვილი, რომელიც, მაგალითად, ღარიბაშვილის ენით ახმოვანებს იმას, რომ ნაციონალური მოძრაობა საერთოდ უნდა გაქრეს პოლიტიკური ცხოვრებიდან. შესაბამისად, ეს დააზიანებს იმ საერთო ბრძოლას, რომელიც მიმდინარეობს საერთო მაჟორიტარების ჭრილში.

ეს არის სწორედ ის მიმართულება, რომელიც აქვს უკვე რვა წელია ამოღებული მიზანში ქართულ ოცნებას. გარდა ამისა, აღსანიშნავია ერთი რამ, რომ საერთო მიზანი – ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, უნდა იყოს მთავარი გზავნილი ოპოზიციის  ყველა იმ პარტიის, რომლის მთავარი მიზანი არის სწორედ ქართული ოცნების დამარცხება და არა საკუთარი ამბიციების ზოგად მიზანზე მაღლა დაყენება.

თუ ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, არ უქმნი კოალიციას, მაშინ, ლოგიკურად, არის მეორე – ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ არჩევანი არის ძალიან მარტივი”, –  განაცხადა ხატია დეკანოიძე.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი მომავალ მინისტრთა კაბინეტში არ იქნებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ 19 ტონა ვადაგასული ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
იემენის ჰუსიტების დაჯგუფებამ საუდი არაბეთს საზღვაო ბლოკადა დაუწესა
ლიბერთი Nasdaq Calypso-ს ახალ საერთაშორისო პლატფორმას დანერგავს
ეროვნულმა ბანკმა ირაკლი სესიაშვილის და ძმები პაპაშვილების კომპანიები დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics