|
2020-08-14 23:08:43, 1130 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების” ლიდერებმა კარდენახში, სასტუმრო „ამპელო” დაათვალიერეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი სასტუმრო "ამპელოში" იმყოფებოდნენ. „ქართული ოცნების" ლიდერებმა კომპლექსი დაათვალიერეს და მუშაობის პროცესით დაინტერესდნენ. სასტუმროს მფლობელმა გურამ მახოშვილმა აღნიშნა, რომ სასტუმროს მშენებლობის მთავარი მაპროვოცირებელი სახელმწიფო პროგრამა "შეღავათიანი აგროკრედიტი " იყო. სასტუმროს მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და საერთო ბიუჯეტი 6 მილიონ ლარს შეადგენს, რომლიდანაც სახელმწიფოს ხელშეწყობით 1 მილიონი ლარი აგროკრედიტია, 5 მილიონი კი კომპანიის ინვესტიცია. კომპლექსი ღვინის საწარმოს (მარანს), რესტორანს და სასტუმროს 20 ნომერს მოიცავს. კომპანიას მევენახეობის კუთხით 10 ადამიანი სტაბილურად ჰყავს დასაქმებული, სეზონურად - 40-მდე ადამიანი სხვადასხვა ოპერაციაზე. ამჟამად, სასტუმროში 36 ადამიანია დასაქმებული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)