12:13 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-13 15:33:48, 991 ნახვა

მსოფლიო
800 მილიონზე მეტი ბავშვი სკოლაში ჰიგიენური ნორმების დაცვას ვერ შეძლებს - ჯანმო და გაეროს ბავშვთა ფონდი

800 მილიონზე მეტი ბავშვი სკოლაში ხელის დაბანას ვერ შეძლებს, - აღნშნულის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევაში ვკითხულობთ.

კორონავირუსის პირობებში ჯანდაცვის სფეროს მუშაკები სკოლებში ჰიგიენური ნორმების დაცვის რეკომენდაციას გასცემენ. თუმცა ჯანმოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის თანახმად, გამოიკვლიეს მსოფლიოს 60 ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. კვლევამ აჩვენა, რომ ყოველი ორი სკოლიდან ერთს სანიტარიული საშუალებები და წყალი არ გააჩნია.

აღნიშნული კვლევის თანახმად, მსოფლიოს 818 მილიონ მოსწავლეს სკოლაში ხელების დაბანა არ შეეძლება. მოცემული მოსწავლეებიდან 355 მილიონი ბავშვი ჩრდილოეთ აფრიკასა და აზიის დასავლეთ ნაწილში ცხოვრობს. აღნიშნულ ბავშვებს წვდომა აქვთ წყალთან თუმცა არა საპონთან. 462 მილიონ ბავშვს მსოფლიოს მასშტაბით ხელების დაბანაზე წვდომა არ აქვს.

იმ ბავშვთა უმრავლესობა, რომლებსაც სკოლაში სასმელი წყლის პრობლემა ჰქონდა, ეთიოპიაში, ნიგერიასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ცხოვრობდნენ.

ჯანმოს დირექტორი გებრეიუსუსი აცხადებს, რომ სკოლების გახსნი ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა სკოლებში ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფა ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი მთავარი საშუალება იქნება.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics