|
2015-09-09 18:45:28, 758 ნახვა
საზოგადოება
მერიამ ჭადრაკის სასახლე საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას პირდაპირი განკარგვის წესით გადასცა
ვერის პარკში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეს თბილისის მერია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადასცემს. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჭადრაკის სასახლეში „ნონა გაფრინდაშვილის თასის“ გათამაშების გახსნაზე განაცხადა. თავისმხრივ, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ სრული მზადყოფნა გამოთქვა, მოემსახუროს სპორტის ამ სახეობის შემდგომ განვითარებას, ახალი ტალანტების გამოვლენას და დაოსტატებას, ეროვნული და მაღალი რანგის საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირების ორგანიზებას და ჩატარებას. „ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ჭადრაკის ფედერაციას გადაეცა ჭადრაკის სასახლე, რომელიც აქამდე მუნიციპალურ საკუთრებაში იყო. სიმბოლურად „ნონა გაფრინდაშვილის თასის“ ჩატარებას დავამთხვიეთ ამ გადაწყვეტილების მიღება და ეს ნაბიჯი ქართული ჭადრაკის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერი „ნონა გაფრინდაშვილის თასის“ გათამაშების გახსნაზე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრთან, ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად იმყოფებოდა. „ძალიან კარგი და დროული საჩუქარი გაუკეთა ჩვენს მოჭადრაკეებს ქალაქის მერიამ. ჩვენი მოჭადრაკეები ნამდვილად იმსახურებენ ამ საჩუქარს და კარგია, რომ მათ თავიანთი სახლი ექნებათ“, - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა. ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლე ვერის ბაღში 1973 წლის 14 აპრილს გაიხსნა. ამ დანიშნულების ნაგებობებს შორის ფორმითა და მოცულობით უნიკალურია მსოფლიოში. ნაგებობა ცნობილი არქიტექტორების ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილისა და გ. ღუდუშაურის პროექტით აშენდა. სასახლეს აქვს 520 ადგილიანი მაღალჭერიანი დარბაზი სცენით, 17 ოთახ-კაბინეტი, მათ შორის მწვრთნელთა და დიდოსტატთა კაბინეტები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ცენტრი. აქ განთავსებულია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ოფისი, სასახლესთან არსებული საჭადრაკო სკოლა. ჭადრაკის სასახლეს ნონა გაფრინდაშვილის სახელი 2001 წელს მიენიჭა. „ნონა გაფრინდაშვილის თასის“ გათამაშებამ სტარტი დღეს აიღო და 17 სექტემბრამდე გასტანს. საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ტარდება A და B ტურნირები. ასპარეზობაზე 7 ქვეყნის - საქართველოს, საფრანგეთის, რუსეთის, ირანის, სომხეთის, აზერბაიჯანის და თურქმენეთის 180 მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას. ტურნირის საპრიზო ფონდი 40 000 ლარს შეადგენს.
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)