08:23 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-12 22:44:44, 1840 ნახვა

ეკონომიკა
ეკომიგრანტმა ოჯახებმა სამინისტროს თანადაფინანსებით საცხოვრებელი ფართები შეიძინეს

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2020 წლის პროგრამის „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ ფარგლებში 10 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაურეგისტრირდება. რეგისტრაციის პროცედურა იუსტიციის სახლში გაიმართა.

პროგრამის ბიჯეტი 2 800 000 ლარს შეადგენს. პროგრამით გათვალისწინებულია 100-მდე სახლის ან ბინის შეძენა. პროგრამა თანადაფინანსებით ხორციელდება და თითოეულ ოჯახზე გათვალისწინებულია 25 000 ლარი. მიმდინარე წელს საცხოვრებელი ჯამში შეიძიან 24–მა ეკომიგრანტმა ოჯახმა, 8 ოჯახს კი მიღებული აქვს თანხმობა.

საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და მინისტრის პირველი მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე დაესწრნენ.

„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამა 2016 წელს ამოქმედდა, მას შემდეგ უსაფრთხო საცხოვრისი 466-მა ოჯახმა შეიძინა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics