22:34 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-08 16:33:12, 1009 ნახვა

სამხედრო
ვაზიანში IV მექანიზირებულ ბრიგადას ჩეხეთის საპარლამენტო დელეგაცია ესტუმრა

ვაზიანში IV მექანიზირებულ ბრიგადას ჩეხეთის საპარლამენტო დელეგაცია ესტუმრა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უცხოელ სტუმრებს ბრიგადაში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ უმასპინძლა.

დელეგაციის წევრებმა IV მექანიზირებული ბრიგადის ხელმძღვანელობისგან ქვედანაყოფის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ჩეხმა სტუმრებმა ვირტუალური სიმულაციური სწავლების ცენტრი მოინახულეს და სამხედროების მომზადების პროცესს დააკვირდნენ. მათ IV მექანიზირებული ბრიგადის შეიარაღებაც დაათვალიერეს.

„დელეგაციის წევრებს ძალიან მოეწონათ IV მექანიზირებული ბრიგადის ინფრასტრუქტურა და საწვრთნელი შესაძლებლობები. ჩვენი ჩეხი მეგობრები აფასებენ იმ წვლილს, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს გლობალური უსაფრთხოების საქმეში შეაქვს. მათ განსაკუთრებით აღნიშნეს IV მექანიზირებული ბრიგადა, რომელიც ამ კუთხით გამორჩეულია. დღესაც ამ ბრიგადის ერთი ბატალიონი თავის ამოცანებს ავღანეთში ასრულებს“, - განაცხადა პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ.

მოგვიანებით, სტუმრებმა ალექსეევკის შერეულ საავიაციო ბრიგადაში გადაინაცვლეს და ქართული ავიაციის შესაძლებლობებს გაეცნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics