|
2020-08-06 18:54:52, 11086 ნახვა
სხვადასხვა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება ერთ-ერთ მედიაში გასულ ყალბ ინფორმაციასთან დაკავშირებით
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება 2020 წლის 6 აგვისტოს ტელეკომპანია „მთავარის“ საინფორმაციო გამოშვებებში გასულ ყოფილი პატიმრის ანონიმურ ინტერვიუს, სადაც რესპოდენტი საუბრობს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდზე და აცხადებს, რომ სხვა პატიმრების მხრიდან ადგილი ჰქონდა მასზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას, ასევე სექსუალური შევიწროების მცდელობას. სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე და პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის მცდელობა, ისევე როგორც ყოფილი პატიმრის ბრალდება, თითქოს ეს ყველაფერი წახალისებული იყო პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან და მუქარები ყოფილი პატიმრის მიმართ დღესაც გრძელდება. ინფორმაციისთვის, ტელეკომპანიის რესპოდენტი, რომელიც სავარაუდოდ უნდა იყოს ყოფილი ბრალდებული ლ.ტ., საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით 2020 წლის 14 თებერვალს მოთავსდა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში. მიმდინარე წლის 14 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სასჯელის სახით მას დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც ლ.ტ.-მ დატოვა საპატიმრო. ვინაიდან N8 პენიტენციური დაწესებულება არის დახურული ტიპის, დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში ბრალდებულს შეხება ჰქონდა მხოლოდ მის თანამესაკნეებთან და არ ჰქონია კონფლიქტი არც თანამესაკნეებთან და არც დაწესებულების თანამშრომლებთან. შესაბამისად, მისი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თითქოს მის მიმართ განხორციელებული იყო ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ზეწოლა, არის სრული სიცრუე.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)