|
2020-08-05 19:04:20, 6696 ნახვა
სამხედრო
აღმოსავლეთ სარდლობას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლად პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე დაინიშნა. აღმოსავლეთ სარდლობის შტაბს ახალი სარდალი თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა წარუდგინა. მან ყოფილ სარდალს, ბრიგადის გენერალ ალექსანდრე კიკნაძეს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ სარდალს წარმატებები უსურვა. პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე თავდაცვის ძალებში 2002 წლიდან მსახურობს. აღმოსავლეთის სარდლად დანიშვნამდე მას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაურის თანამდებობა ეკავა. მას სამეთაურო პოზიციებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს - იყო ბატალიონის მეთაური, მე-5 ქვეითი ბრიგადის მეთაურის მოადგილე და შემდგომში, ამავე ბრიგადის მეთაური. პოლკოვნიკ როლანდ ძნელაძეს დასრულებული აქვს გაერთიანებული სამხედრო აკადემია; წარჩინებით დაამთავრა სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო სკოლა. პოლკოვნიკ როლანდ ძნელაძეს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის გამოცდილებაც აქვს - იმყოფებოდა კოსოვოსა და ერაყში, რის გამოც დაჯილდოვდა მედლებით "სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის". საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის მიღებული აქვს III, II და I ხარისხის მედლები. დაჯილდოებულია მედლებით - „გენერალი კვინიტაძე“, „გენერალი მაზნიაშვილი“, „სამშობლოსათვის თავდადებული“ და სხვა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)