05:07 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-04 19:52:34, 1917 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - საქართველოში წლების განმავლობაში ლაპარაკობენ მხოლოდ საკუთარ თავზე და არ ლაპარაკობენ საკუთარ ხალხზე, ხალხს ეს მობეზრდა

„საქართველოში წლების განმავლობაში ლაპარაკობენ მხოლოდ საკუთარ თავზე და არ ლაპარაკობენ საკუთარ ხალხზე, ხალხს მობეზრდა, ყელში ამოუვიდა და სამართლიანადაც“ ,- ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ დღის ამბებში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ივანიშვილმა 2012 წელს ფულით გააერთიანა ხალხი და დღესაც იგივეს ცდილობს.

“პარტიები ხალხს მობეზრდა, ყელში ამოუვიდა და სამართლიანადაც. მობეზრდა ერთი და იგივე ადამიანების ყურება. რა თქმა უნდა, მათ შორის არიან ღირსეული ადამიანები, დამსახურებული ადამიანებიც, მაგრამ მთლიანობაში, ძირითადი ნაწილი ხალხისთვის არის უკვე სრულიად გაუგებარი იმიტომ, რომ საქართველოში წლების განმავლობაში ლაპარაკობენ მხოლოდ საკუთარ თავზე და არ ლაპარაკობენ საკუთარ ხალხზე

2012 წელს ივანიშვილმა გააერთიანა ხალხი ფულით. 2020-ში ის ასევე ცდილობს, იმუშაოს ფულით და ცდილობს შექმნას ილუზია, რომ არ ხდება გაერთიანება. ეს პრობლემა საერთოდ არ არის იმიტომ, რომ ჩვენ, მართლაც, ნაციონალურ მოძრაობაში გვექნება წარმოდგენილი ძალიან ფართო საზოგადოებრივი კოალიცია. ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი შემოვა ქართულ პოლიტიკაში

მე არა ვარ პარტიული სახელების კოლექციონერი. აღარ მიზიდავს, რაღაცნაირად, ბევრი პარტიული სახელის სადღაც ჯიბეში ჩადება, მით უმეტეს, ეს ჯიბე არ არსებობს. არსებობს ბრძოლა, ბრძოლაში ვინც არის წინ ის არის ABBA-ის სიმღერაში როგორც არის - The winner takes it all, გამარჯვებული მიიღებს ყველაფერს. და გამარჯვებული იქნება ის, ვინც იქნება ყველაზე ბრძოლისუნარიანი” , - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არგენტინა დაამარცხა.
შსს-მ სიძის ძმის შემდეგ რუსების დაცვის მიზნით ქორწილში მომღერალიც დააკავა
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics