05:09 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-03 13:07:25, 3202 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - ოქტომბრის არჩევნები მნიშველოვანია, რადგან დღეს საქართველო მდიდარი მთავრობის ღარიბი ქვეყანაა

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ დღეს საქართველო არის მდიდარი მთავრობის ღარიბი ქვეყანა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ევროპული საქართველოს“ დაპირებები შეიძლება სამი სიტყვით შეჯამდეს: კეთილდღეობა, დაცულობა და დასავლეთთან ინტეგრაცია.

„ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ დღეს საქართველო არის მდიდარი მთავრობის ღარიბი ქვეყანა. საქართველოს დღეს მართავს ოლიგარქი, რომელსაც არ აწუხებს ხალხის გაჭირვება. ქვეყანას დღეს მართავს მთავრობა, რომელიც ბიუჯეტიდან წლიდან წლამდე უფრო მეტს ხარჯავს საკუთარ კომფორტსა და ფუფუნებაზე. საქართველოს დღეს მართავს ხელისუფლება, რომელიც ჩაძირულია ნეპოტიზმში, კორუფციაში, წილებსა ატკატებში. დიახ, ეს არის მათი საქართველო. მათი საქართველო იქ არის, ოლიგარქის შუშის სასახლეში, ტენდერებსა და კორუფციაში, მაგრამ ეს ქვეყანა არის სხვა საქართველო.

დღეს საქართველო არის პრობლემებში, გაჭირვებაში, სიღარიბესა და უიმედობაში და სწორედ ეს საქართველო უნდა გადავარჩინოთ ოქტომბრის არჩევნებზე. ამიტომ ბრძლა ოქტომბრის არჩევნებზე – ეს არ არის ბრძოლა პოლიტიკური პარტიებისთვის, ეს არის ბრძოლა თითოეული ოჯახის კეთილდღეობისთვის, წინსვლისა და უკეთესობისთვის. ჩვენი მთავარი დაპირება პირველივე 100 დღის განმავლობაში შეიძლება შეჯამდეს სამი სიტყვით: კეთილდღეობა, დაცულობა და დასავლეთთან ინტეგრაცია“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არგენტინა დაამარცხა.
შსს-მ სიძის ძმის შემდეგ რუსების დაცვის მიზნით ქორწილში მომღერალიც დააკავა
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics