22:22 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-31 12:50:27, 3999 ნახვა

რეგიონი
ბლოგერები და ინფლუენსერები აჭარაში - შიდა ტურიზმის სტიმულირება გრძელდება

კინტრიშის, მტირალასა და მაჭახელას ეროვნული პარკები, სოფლები შუამთა, გულები, მეძიბნასა და მერისის ჩანჩქერები იმ ტურისტული ადგილების ჩამონათვალია, რომლებიც ცნობილმა ქართველმა ბლოგერებმა და ინფლუენსერებმა აჭარაში მოინახულეს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული შიდა ტურიზმის სტიმულირების პროექტი რეგიონში წარმატებით ხორციელდება. პოზიტიური გამოხმაურებები მოჰყვა ბლოგერებისა და ინფლუენსერების პოსტებს სოციალურ ქსელებში, სადაც ისინი ათასობით გამომწერს საკუთარ შთაბეჭდილებებსა და რეკომენდაციებს უზიარებენ. პროექტის ფარგლებში საქართველოში 7 აქტიური ბლოგერი და ინფლუენსერია შერჩეული, რომლებიც რეგიონში 3 აგვისტომდე იმოგზაურებენ. დღეს, ისინი ჭვანას ხეობაში ლელთის ტბასა და ხაბელაშვილების ხიდს მოინახულებენ, რის შემდეგაც ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის ტურისტულ მარშრუტზე გააგრძელებენ მოგზაურობას.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბლოგერების შემდეგ პროექტში ფოტოგრაფების, კულინარებისა და სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ჩართვას გეგმავს. პროექტის ფარგლებში ასევე, განახლდება აჭარის ტურისტული პოტენციალისა და პროდუქტების ამსხველი ფოტო-ვიდეო ბაზა.

მთიანიაჭარის ახალი ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციის მიზნით დეპარტამენტი ინფოტურებს გიდებისთვის, ტურისტული სააგენტოებისა და მედიის წარმომადგენლებისთვისაც გეგმავს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics