16:55 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-31 10:18:55, 4013 ნახვა

პოლიტიკა
ანდრიუს კუბილიუსი რურუას განაჩენზე - ჩაერევა საქართველოს პრეზიდენტი და დაიცავს 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთებას?

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას განაჩენს ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოში სასამართლოს პოლიტიზირება კვლავ გრძელდება.

კუბილიუს აინტერესებს, რურუას განაჩენთან დაკავშირებით ჩაერევა თუ არა საქართველოს პრეზიდენტი და ამით დაიცავს 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთებას.

„აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ გაგაფრთხილათ სასამართლოს სისტემისა და საარჩევნო პროცესის პოლარიზაციის შეწყვეტის შესახებ. მაგრამ სასამართლოს პოლიტიზირება კვლავ გრძელდება: გიორგი რურუას, ოპოზიციური არხის ერთ-ერთ მეწილეს, პატიმრობა მიუსაჯეს. ამ საკითხში ჩაერევა თუ არა საქართველოს პრეზიდენტი და დაიცავს 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთებას?“ - წერს კუბილიუსი "ტვიტერზე".

შეგახსენებთ, რომ „მთავარი არხის“ ერთ-ერთ მეწილეს გიორგი რურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს პირი, რომელმაც თელავში, ქორწილში რუს ქალს დაარტყა
ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება
თბილისის ერთ-ერთი მაღაზია ერთ თვეში მეოთხედ გაძარცვეს
სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის წერილზე: ეს სტანდარტული პასუხის გარდა სხვა არაფერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics