|
2020-07-30 11:48:51, 5645 ნახვა
სამხედრო
აღმოსავლეთის სარდლობის ნაკრებმა ასეულმა უფლებამოსილება ოფიციალურად გადაიბარა
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის ნაკრებმა ასეულმა, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის განხორციელება გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში ბაზა „მარმალზე“ ოფიციალურად დაიწყო. აღმოსავლეთის სარდლობის ნაკრებმა ასეულმა უფლებამოსილება II ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულისგან როტაციის წესით გადაიბარა. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ სამხედრო ბაზა „მარმალზე“ გაიმართა. ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო. პირად შემადგენლობას სიტყვით მულტინაციონალური სწრაფი რეაგირების ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ალექსანდერ რაოცლომ მიმართა. მან II ქვეითი ბრიგადის ნაკრებ ასეულს საერთაშორისო ოპერაციით გათვალისწინებული ამოცანების მაღალ დონეზე შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და აღმოსავლეთის სარდლობის ნაკრებ ასეულს საერთაშორისო მისიის წარმატებით შესრულება უსურვა. უფლებამოსილების გადაბარების ღონისძიება ქართველი სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. აღმოსავლეთის სარდლობის ნაკრები ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში შვიდი თვის განმავლობაში იმსახურებს. გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში მყოფი ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა სწრაფი რეაგირების დავალებების შესრულება იქნება.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)