2020-07-22 18:36:50, 5510 ნახვა
მსოფლიო
ჰონგ-კონგის სანქციების შემდეგ, აშშ ჩინეთის საკონსულოებს დახურვით ემუქრება
აშშ-სა და ჩინეთს შორის სიტუაცია მკვეთრად იძაბება. ჩინეთის სანქციებს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებსა და პირველ პირებს შეეხო, შტატებმა საკონსულოს დახურვის მუქარით უპასუხა.
BBC-ის ცნობით ინფორმაციას ორივე მხარე გამოეხმაურა, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება ამერიკულ პრინციპებსა და ღირსებას ეხება. ჩინეთში კი აშშ-ს გადაწყვეტილებას გაუმართლებელი უწოდეს.
შეგახსენებთ, რომ შტატებსა და ჩინეთს შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ დონალდ ტრამპმა წამოიწყო, როდესაც ამერიკულ კომპანიებს ჩინეთში მინიმალურ დონეზე მოღვაწეობა მოსთხოვა. ამის შემდეგ იყო პანდემიისადმი ბრალდებები და ჰონგ-კონგის მიერ მიღებული კანონი, რომელსაც აშშ-სთან ერთად დიდი ბრიტანეთი და მსოფლიოს პრესტიჟული ორგანიზაციები გაემიჯნა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,