01:22 - 08 Aug, 2026
|
2020-07-22 11:16:01, 1410 ნახვა
საზოგადოება
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის სამძებრო სამუშაოებში დღეიდან ვერტმფრენი ჩაერთვება
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის სამძებრო სამუშაოებში დღეიდან ვერტმფრენი ჩაერთვება. გოგონას მეხუთე დღეა ეძებენ. გუშინ გვიან ღამით აქცია იყო ფონიჭალაში. ბაჩალიაშვილის ოჯახმა მეზობლებთან ერთად გზა გადაკეტა და სამძებრო სამუშაოებში დამატებითი ძალის ჩართვას მოითხოვდნენ. აქციაზე პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ ერთი პირი ტერიტორიას გაარიდა. შეგახსენებთ, რომ 23 წლის გოგოს, თამარ ბაჩალიაშვილის სამძებრო ღონისძიებები დღემდე გრძელდება. საქმეზე გამოძიება 163-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმმობს. თამარ ბაჩალიაშვილი სახლიდან რამდენიმე დღის წინ ავტომობილით გავიდა. ბოლოს გოგონა კამერებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააფიქსირეს.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)