|
2015-09-04 11:14:13, 4136 ნახვა
რეგიონი
ზედა კირნათში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა კირნათში „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“-ს ექიმები უფასო სამედიცინო აქციას ჩაატარებენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციის ფარგლებში ადგილობრივებს მომსახურებას გაუწევს 7 სხვადასხვა პროფილის ექიმი: ქირურგი, ოფთალმოლოგი, კარდიოლოგი, ექოსკოპისტი, თერაპევტი, ნევროპათოლოგი, ოტო-რინო-ლარინგოლოგი. ჩატარდება კვლევები კარდიოგრაფისა და ექოსკოპის საშუალებით. აქცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით იმართება. აქციის მიმდინარეობის პროცესს გაეცნობიან აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“-ს მედიკოსები მორიგ უფასო სამედიცინო აქციას 19 სექტემბერს, ჩიქუნეთში ჩაატარებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)