22:10 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-18 13:37:25, 5435 ნახვა

რეგიონი
მარნეული-სადახლოს ავტომაგისტრალზე ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მარნეული-სადახლოს ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

წინასწარი ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რის შედეგადაც ამოტრიალდა.

შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო მეორე სასრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics