2020-07-17 15:45:49, 4322 ნახვა
სამართალი
ჩოლოიანის საქმის პროკურორი - ვიდეომასალა ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ნამდვილად ჩაიდინა ჩვენების მიცემის იძულების ორი ეპიზოდი
„ვედეომასალა სხვა მტკიცებულებებთან ერთად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ნამდვილად ჩაიდინა ჩვენების მიცემის იძულების ორი ეპიზოდი", - ამის შესახებ ჩოლოიანის საქმის პროკურორი ლევან ქუთათელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე საქმეში არსებული ექვსსაათიანი ვიდეომასალა დაათვალიერეს.
„არასრულწლოვანი ლუკა სირაძე დაახლოებით 6 საათნახევრის განმავლობაში იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში, სადაც მარიანა ჩოლოიანის მხრიდან მის მიმართ განხორციელდა ჩვენების მიცემის იძულება. რაც შეეხება ვიდეოჩანაწერებს, ესაა რამდენიმე რაკურსით გადაღებულია, რომელსაც ხმა არ აქვს, ეს არის მხოლოდ გამოსახულება. თუმცა ის სხვა მტკიცებულებებთან ერთად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ნამდვილად ჩაიდინა ჩვენების მიცემის იძულების ორი ეპიზოდი", - აცხადებს ქუთათელაძე.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან