|
2020-07-16 13:25:22, 6008 ნახვა
რეგიონი
აჭარაში COVID-19-თან დაკავშირებით ორსული ქალებისათვის ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო
აჭარაში COVID-19-თან დაკავშირებით ორსული ქალებისათვის ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო. დისტანციური ანტენატალური ზრუნვის პროგრამის პრეზენტაცია ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ გაიმართა. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ნინო ნიჟარაძე და გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ღასან ხალილი ესწრებოდენენ. პროექტს - “COVID-19- თან დაკავშირებული დისტანციური საკონსულტაციო სესიები ორსული ქალებისთვის” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, საქართველოს გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს, რომლის მიზანია ორსულთა ინფორმირებულობის გაზრდა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში, ონლაინ შეხვედრების გზით. ორსულებს შესაძლებლობა ეძლევათ დისტანციურ რეჟიმში დაუსვან კითხვები და ესაუბრონ მეან-გინეკოლოგს 2 საათის განმავლობაში. ვირტუალურ საგანმანათლებლო სესიაში ერთდროულად მონაწილეობს ორსულობის ერთნაირი ვადის მქონე 30-მდე ქალბატონი, რომელთა ანონიმურობა დაცულია. ორსულები თავად ირჩევენ, გამოჩნდნენ თუ არა ეკრანზე. დისტანციური სესიები ორსულებს საშუალებას აძლევს მეტი დრო გაატარონ ექიმთან. ვირტუალურად ესაუბრონ სხვა ორსულებს, მოისმინონ მათი კითხვები და ჩაერთონ დისკუსიაში, რასაც სოციალური იზოლაციის პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ექიმი შეხვედრის დასაწყისში მონაწილეებს აცნობს დაინფიცირებულ ორსულთა საერთო სტატისტიკასა და გამოცდილებას, საუბრობს ორსულობის მიმდინარეობაზე COVID-19-ის პირობებში და ასევე, ნაყოფისა და ახალშობილისთვის მოსალოდნელი საფრთხის აცილების საკითხებზე. ამის შემდეგ, მონაწილეებს საშუალება აქვთ დასვან მათთვის მნიშვნელოვანი კითხვები, რომელიც შესაძლოა, პირად ექიმთან კონსულტაციის გავლისას, დროს სიმცირისა თუ სხვა მიზეზთა გამო, ვერ დასვეს. შეხვედრა იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, რომ ორსულმა გაიგოს ყველაფერი ორსულობის, მშობიარობისა და ლოგინობის პერიოდის შესახებ და რაც მთავარია, მიიღოს თანამედროვე მტკიცებულებებზე დამყარებული ინფორმაცია, რომელიც თავისუფალია არასწორი ინტერპრეტაციისა და სიცრუისაგან. სწორედ ასეთ ინფორმაციას მიაწვდიან პროექტში ჩართული მეან-გინეკოლოგები ორსულ ქალებს. ექიმთან სესიის დროს ორსული სასაუბრო ენას თავად ირჩევს. ძირითადი ენებია: ქართული, რუსული, აზერბაიჯანული. პროექტში უკვე ჩაერთო არაერთი ორსული, როგორც თბილისიდან ისე რეგიონებიდან, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო სესიებში. ასევე, დაგეგმილია ყველა ორსულის ჩართვა, რომლებმაც უკვე მიაკითხეს ქალთა კონსულტაციას ანტენატალური მომსახურების მისაღებად. პროგრამის შესახებ იხილეთ დამატებითი ინფორმაცია: https://bit.ly/2WsN362
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)