|
2015-09-03 13:41:30, 772 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ელექტროენერგიის გაძვირების შემთხვევაში, თბილისში იგივე პოლიტიკა გატარდება, რაც რეგიონებში გატარდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების შემთხვევაში, თბილისშიც იგივე პოლიტიკა გატარდება, რაც რეგიონებში გატარდა. ამის შესახებ ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „იმ მსჯელობების მიხედვით, რაშიც მე მაქვს მონაწილეობა მიღებული, შემიძლია ვთქვა, რომ თბილისი მოიქცევა ანალოგიურად, სავარაუდოდ გაატარებს იმ პოლიტიკას, რა პოლიტიკაც გაატარა სახელმწიფომ რეგიონებთან მიმართებაში. მე ღრმად მწამს, რომ ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ განსხვავება. ჩვენი მოქალაქე არის ჩვენი მოქალაქე და ყველა მოქალაქის მიმართ ჩვენ ერთი და იგივე პოლიტიკა უნდა გვქონდეს ",- განაცხადა ქუმსიშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია „თელასის“ ტარიფთან დაკავშირებით დღეს საჯარო სხდომას გამართავს. სემეკმა სს "თელასისთვის" ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფები უნდა დაადგინოს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)