09:49 - 18 Aug, 2026
|
2020-07-14 11:24:02, 15169 ნახვა
ომი უკრაინაში
სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში, კორონავირუსის 339 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 7 ადამიანი
სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 339 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 32 490-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისროს დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს. მათი მონაცემებით, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კოვიდ19-ისგან კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა და ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი 581-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებული 20 729 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 10 996 ადამიანს კი ამჟამად მკურნალობა უტარდება ცნობისთვის, სომხეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში კოვიდ19-ის გავრცელების გამო, საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 13 ივლისს უნდა გაუქმებულიყო, კიდევ ერთი თვით, კერძოდ, 12 აგვისტომდე გაახანგრძლივა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)