|
2020-07-11 12:29:04, 3956 ნახვა
პოლიტიკა
კანდელაკი - მთავრობა ავიაკომპანიებზე ახორციელებს ზეწოლას, რომ ე.წ გამწვანებული ქვეყნებიდან რაც შეიძლება ცოტა ფრენა დაინიშნოს
„საქართველოს მთავრობა და კონკრეტულად, ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს ერთგვარ ზეწოლას ავიაკომპანიებზე, რომ მათ დანიშნონ, თუნდაც ამ "გამწვანებული ქვეყნებიდან" რაც შეიძლება ცოტა ფრენები“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წვერმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა. მან ასევე მოუწოდა მთავრობას, რომ გააფართოვოს იმ ქვეყნების ნუსხა, რომელთა მოქალაქეეებისთვის შესაძლებელი იქნება ქვეყანაში შემოსვლა კარანტინის გარეშე. „საქართველოს მთავრობა და კონკრეტულად, ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს ერთგვარ ზეწოლას ავიაკომპანიებზე, რომ მათ დანიშნონ, თუნდაც ამ გამწვანებული ქვეყნებიდან რაც შეიძლება ცოტა ფრენა. მაგალითად ერთ-ერთ ავიაკომპანია სურს, რომ იფრინოს კვირაში სამჯერ და ეკონომიკის სამინისტრო მას ეუბნება, რომ იფრინოს ერთხელ. ეს არის მცდარი და ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან დამაზიანებელი მიდგომა. ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო ცოტა ადამიანი ჩამოვა საქართველოში. ამასთან, ინარჩუნებს საქართველოს მთავრობა ამ ბრიყვულ დისკრიმინაციულ და მავნებლურ კარანტინის მოთხოვნას საქართველოს მოქალაქეებისთვის, მაშინაც კი, თუკი ისინი 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ იმ ქვეყნებში, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს გახსნილი საზღვარი. გვინდა მოვუწოდოთ მთავრობას, რომ გააფართოვოს იმ ქვეყნების ნუსხა, რომელთა მოქალაქეეებისთვის შესაძლებელია ქვეყანაში შემოსვლა კარანტინის გარეშე და ამ ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანოს პოლონეთი“, - განაცხადა კანდელაკმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)