21:51 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-10 13:49:07, 3130 ნახვა

პოლიტიკა
სუს-ის უფროსის მოადგილე - გასულ წელს მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა უკანონო დაკავებები და ე.წ. ბორდერიზაცია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, გასულ წელს მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა თავისუფალი გადაადგილების, შეზღუდვა უკანონო დაკავებები და ე.წ. ბორდერიზაცია.

ამის შესახებ ხოჯევანიშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის განხილვისას პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის დესტრუქციული შედეგების მკაფიო დადასტურებაა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებული მოვლენები.

„გასული წლის განმავლობაში საოკუპაციო ძალებისა და დე ფაქტო რეჟიმების მიერ მიზანმიმართულად ხორციელდებოდა სხვადასხვა ხელოვნური ბარიერის შექმნა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა. უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას ადგილი ჰქონდა საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მონაკვეთზე, რაც გამოიხატებოდა მავთულხლართების, ღობეებისა და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებით, ასევე, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვით და სხვა დესტრუქციული ქმედებებით.

უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის დესტრუქციული შედეგების მკაფიო დადასტურებაა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებული მოვლენები. სოფელ ჩორჩანაში საოკუპაციო ძალების მხრიდან განხორციელდა საოკუპაციო ხაზთან მძიმე ტექნიკის განთავსება, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მობილიზება, უკანონო ინსტალაციების აღმართვა და სხვა პროვოკაციული აქტივობები“, - ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში.

როგორც სუს-ის უფროსის მოადგილემ ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით მოხდა პროცესის უმაღლეს საერთაშორისო დონეზე განხილვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics