|
2020-07-06 15:10:52, 2054 ნახვა
ეკონომიკა
„ვითიბი“ ბანკი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთო
„ვითიბი“ ბანკი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთო. საქართველოს მოქალაქეს შეუძლია ისარგებლოს აღნიშნული პროგრამით, თუ ის 2020 წლის ბოლომდე, ნებისმიერი დეველოპერული კომპანიისგან, შეიძენს ბინას და სესხის თანხა არ აღემატება 200 000 ლარს. სესხის სუბსიდირება გულისხმობს საპროცენტო განაკვეთის 4%-ით თანადაფინანსებას 5 წლის ვადით. „ვითიბი“ ბანკში იპოთეკური სესხის განაკვეთი ლარში 7%-დან (ეფექტური 7.9%-დან) იწყება. სესხის ვადა კი 20 წლამდეა. პროგრამის ფარგლებში პროცენტის სუბსიდირება შესაძლებელია ერთზე მეტი ბინის შეძენის შემთხვევაშიც, თუ სესხების ჯამური თანხა არ აღემატება 200 000 ლარს. „ვითიბი“ ბანკის საცალო ბიზნესის დირექტორმა ვალერიან გაბუნიამ განაცხადა: ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა, ერთის მხრივ, ის ხელს შეუწყობს დეველოპერული სექტორის განვითარებას, ხოლო მეორეს მხრივ, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, შეიძინოთ უძრავი ქონება ისტორიულად მინიმალური საპროცენტო განაკვეთით ლარში. ვითიბი ბანკი ძალიან ბევრ დეველოპერულ კომპანიასთან თანამშრომლობს, ჩვენ კლიენტს ვთავაზობთ კომპლექსურ მომსახურებას, რომელიც უძრავი ქონების ბაზარზე საუკეთესო ვარიანტის შერჩევას და სასურველი ბინის შესაძენად სესხის გაცემას გულისხმობს.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)