|
2020-07-06 11:03:40, 15731 ნახვა
ომი უკრაინაში
BBC - როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში
„როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გავლენიანი გამოცემა BBC. სტატიაში ავტორი „სამ მუშკეტერად“ ასახელებს NCDC- ის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს, ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელს, პაატა იმნაძესა და მთავარ ვირუსოლოგს, თენგიზ ცერცვაძეს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში კიდევ ერთ პოპულარულ ფიგურად დასახელებულია მარინა ეზუგბაია, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი. სამეცნიერო ჯგუფის, რომელსაც „სამ მუშკეტერს“ უწოდებენ, დამსახურებაა პანდემიის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლა. აღსანიშნავია ისიც, რომ სტატიაში საუბარია იმ მიზეზებზე, რამაც განაპირობა საქართველოს წარმატება კოვიდ19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. ავტორის თქმით, საქართველოშ Covid-19-ის პირველი შემთხვევა თებერვლის ბოლოს დარეგისტრირდა, ხოლო მთავრობის რეაგირება ვირუსის წინააღმდეგ საკმაოდ სწრაფი იყო. „მარტის შუა რიცხვამდე სკოლები, უნივერსიტეტები, გარკვეული ბიზნესი შეჩერდა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება აიკრძალა. უკვე 21 მარტს საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემდეგ, აიკრძალა შეკრებები და ქალაქგარეთ მოგზაურობა. შემოიღეს კომენდატის საათიც“, - ვკითხულობთ სტატიაში. დასასრულს, ავტორის აღნიშნავს, რომ მიუხედავად პოლიტიკური პოლარიზაციის მაღალი ხარისხისა, საზოგადოება ფართოდ უჭერდა მხარს ეპიდემიასთან ბრძოლის პროცესს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მოქალაქეების თანამშრომლობა და მათი სამაგალითო სოციალური პასუხისმგებლობამ ხელი შეუწყო ვირუსის გავრცელების მართვას.
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)