02:58 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-03 11:50:26, 5200 ნახვა

კომენტარი
გახარია მარკუინ მალენის წერილზე - საქართველოს აკონტროლებს ჩვენი პარლამენტი და მთავრობა

საქართველოს აკონტროლებს საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა და შესაბამისი ინსტიტუტები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კონგრესმენ მარკუეინ მალენის სტატიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის სიმართლე, რომელიც არის შეფასებული და დაფასებული საერთაშორისო პარტნიორების მიერ.

 „საქართველოს აკონტროლებს საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა და შესაბამისი ინსტიტუტები. ეს არის სიმართლე, რომელიც არის შეფასებული, დაფასებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ, რომელიც ერთხმად აღნიშნავენ დღესაც, გუშინაც, ბოლო პერიოდშიც, ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში წინ გადადგმულ ნაბიჯებს, განსაკუთრებით ბოლო ორი კვირის განმავლობაში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მარკუინ მალინმა გამოაქვეყნა პუბლიკაცია, სადაც ვკითხულობთ, რომ „პუტინის მოკავშირე, ბიძინა ივანიშვილი, ლეგალურად მოქმედი აშშ-ს ბიზნესის განდევნისთვის ენერგიულად მუშაობს“.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics