18:48 - 23 Jun, 2026
|
2020-07-02 20:07:25, 3425 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ გორში პოლიციელის განზრახ მკვლელობის ფაქტზე თურქეთის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ გორში პოლიციელის განზრახ მკვლელობის ფაქტზე თურქეთის მოქალაქეს ჰ.დ.-ს ბრალდება წარუდგინა. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ მკვლელობას გულისხმობს და 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 1 ივლისს, ღამის საათებში გორის პოლიციის თანამშრომელი საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. მკვლელი ჰ.დ პოლიციელის სახლში მდგმური იყო, პოლიციელი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა დამნაშავე ცხელ კვალზე იმავე დღეს დააკავეს. გამოძიება ისევ გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)