|
2020-07-02 15:37:24, 3226 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: ღვინის ინდუსტრიისთვის წლევანდელი სეზონი საკმაოდ რთული იქნება
„ღვინის ინდუსტრიისთვის წლევანდელი სეზონი საკმაოდ რთული იქნება“, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად გამოწვევებისა, რთველი იქნება კარგად ორგანიზებული, არც ერთ ფერმერს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ექნება. „არაერთი განცხადება გავაკეთეთ, რომ ღვინის ინდუსტრიისთვის საკმაოდ რთული იქნება წლევანდელი სეზონი. ღვინის ინდუსტრია დაზარალდა არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ გლობალურად, მთელ მსოფლიოში. ამ შემთხვევაში, ვფიქრობთ, სახელმწიფოს მხრიდან ლოგიკური და პასუხისმგებლიანია ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ. ინსტრუმენტი, რომელმაც ბევრი წლის განმავლობაში ძალიან კარგად იმუშავა, ხელახლა ამოქმედდა. შეღავათიან აგროკრედიტში არის ცალკე მიმართულება, რომელიც ითვალისწინებს როგორც კაპიტალური ხარჯების საკრედიტო დაფინანსების შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან პროცენტის სუბსიდირებას, ასევე, გულისხმობს საბრუნავი საშუალებების პროცენტის თანადაფინანსებას, რაც ღვინის მწარმოებელ კომპანიებს უიაფებს საბრუნავ საშუალებებს, შესაბამისად, მათ მეტი ლიკვიდურობა უჩნდებათ, უჩნდებათ მეტი საშუალება იმისათვის, რომ რთველს მომზადებული შეხვდნენ და მეტი ყურძნის მეტ ფასად შეძენა შეძლონ ჩვენი მევენახეებისგან. კომპანიებს საშუალება ეძლევათ, ღვინის წარმოებისთვის 15 თვით მიიღონ შეღავათიანი კრედიტი, ხოლო თუ გრძელვადიან პროდუქტს, სპირტს აწარმოებენ, მიიღონ 3 წლით თანადაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან. აღნიშნული გაზრდის კერძო სექტორის მოთხოვნას და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რთველის ღონისძიებებს და მის წარმატებით ჩატარებას. წელს გვიწევს სუბსიდირება და ეს არის სახელმწიფოს მხრიდან პასუხისმგებლიანი, სწორი გადაწყვეტილება, რომ ფერმერები არ დავტოვოთ პრობლემის წინაშე მარტო. მცირე მოთხოვნის და ჭარბი მოსავლის პირობებში, რქაწითელის შემთხვევაში, სექტორს სჭირდება გარკვეული ინტერვენციები ფერმერების ინტერესების დასაცავად. მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსებია გამოყოფილი. მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 2013 წლიდან მოყოლებული ყველა რთველმა ჩაიარა წარმატებით და შეფერხებების გარეშე. არსად, არანაირად ჩაბარების პრობლემა არ ყოფილა. არც 2020 წელს, არც ერთ ფერმერს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ექნება. ბევრი ცდილობს ამ თემით სპეკულირებას, პოლიტიკურადაც, ფერმერების დაძაბვას და ისეთი სიტუაციის წარმოჩენას, თითქოს ფერმერები მიტოვებული არიან. ამას ის ადამიანები ცდილობენ, ვინც, ხშირ შემთხვევაში, თვითონ იყვნენ დამნაშავეები პრობლემების შექმნაში, რომელიც ფერმერებს ექმნებოდათ წლიდან წლამდე. მიუხედავად გამოწვევებისა, ყველაფერი მოგვარდება, საკმარისი ჭურჭელიც იქნება, რთველი იქნება კარგად ორგანიზებული, დამატებითი ელემენტები იქნება გაწერილი მთავრობის დადგენილებაში. ჩვენი პოლიტიკა თანმიმდევრულია. დაახლოებით 300 ათას ტონა მოსავალს ველოდებით, რომელსაც დავაბინავებთ. გამოწვევები ძალიან ბევრია, თუმცა, მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ ამ გამოწვევებს გაუმკლავდეთ, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)