17:12 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-30 18:43:57, 2112 ნახვა

პოლიტიკა
ლუკ კოფი - ქართველი ხალხი ამაყი უნდა იყოს - საქართველო ნატო-შეერთებულ შტატებთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა

„ქართველი ხალხი  ამაყი  უნდა იყოს. ნაბიჯები გადაიდგა ორივე მთავრობის მიერ- საქართველო ნატო-შეერთებულ შტატებთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა“ , -  ამის შესახებ ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია The Heritage Foundation-ის წარმომადგენელმა  ლუკ კოფიმ სოციალურ სქელში განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ ძალიან ბევრი გააკეთა და ქართული პარლამენტი მილოცვას იმსახურებს.

„მიუხედავად ამისა, საქართველოს პარლამენტი მილოცვას იმსახურებს. საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა ბოლო წლებში ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასთან დასაახლოებლად. ზოგიერთი ნაბიჯის გადადგმა დაიწყო წინა მთავრობის დროს, ზოგი ინიციატივა ეკუთვნის მოქმედ მთავრობას. ყველა ქართველი ამაყი უნდა იყოს, საქართველო-ნატო-შეერთებული შტატების ურთიერთობა ასე ახლო არასდროს ყოფილა“ , -  წერს ლუკ კოფი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics