|
2015-01-28 09:41:56, 1995 ნახვა
სამართალი
ემზარ კვიციანი, შესაძლოა, დღეს სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდეს
კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული, ემზარ კვიციანი, შესაძლოა, დღეს სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდეს. როგორც "ექსპრესნიუსს" კვციანის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა, დაცვისა და ბრალდების მხარეებს შორის სასჯელის ნაწილში საპროცესო შეთანხმება შედგა. მისივე განმარტებით, სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის მიერ დაცვის მხარესა და პროკურატურას შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში, ემზარ კვიციანი გათავისუფლდება. "ჩვენ მხოლოდ სასჯელის ნაწილში ვთანხმდებით, ბრალს არ ვაღიარებთ",-დასძინა ალექსანდრე კობაიძემ. შეგახსენებთ, ემზარ კვიციანი 2006 წლიდან, სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით იძებნებოდა. მას ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. 2014 წლის 28 თებერვალს კი, საქართველოში თავად ჩამოვიდა და სამართალდამცველებს ჩაბარდა. კვიციანს 17 ნოემბერს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.აღსანიშნავია, რომ კვიციანს თავდებში 35 დეპუტატი და გენერლები დაუდგნენ.
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)