2020-06-29 12:11:00, 3788 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი - წინა კენჭისყრებიდან არ მოიძებნება ისეთი დეპუტატი, ვინც მხარი დაუჭირა ცვლილებებს და დღეს გარიგებაში შევა იმ ადამიანებთან, ვისაც დესტაბილიზაცია სურთ
პარლამენტის პრესსპიკერია გია ვოლსკის განცხადებით, წინა კენჭისყრებიდან არ მოიძებნება ისეთი დეპუტატი, ვინც მხარი დაუჭირა ცვლილებებს და დღეს გარიგებაში შევა იმ ადამიანებთან, ვისაც დესტაბილიზაცია სურთ.
ვოსლკის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მმართველი გუნდის მხრიდან მხარდაჭერა ექნება.
„ჩვენ, რასაკვირველი, მხარს დავუჭერთ და მე დარწმუნებული ვარ არ მოიძებნება ისეთი დეპუტატი წინა კენჭისყრებიდან, ვინც მხარი დაუჭირა ცვლილებებს და დღეს რაიმე გარიგებაში შევა იმ ადამიანებთან, ვისაც უნდათ რომ საქართველოში რაიმე სახის დესტაბილიზაცია მოხდეს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან