2020-06-27 18:17:25, 1669 ნახვა
პოლიტიკა
კანდელაკი - საზღვრების გახსნა გადარჩენის საკითხია, მით უმეტეს მათთვის, ვინც ტურიზმით საზრდოობს
საზღვრების გახსნა არის გადარჩენის საკითხი, მით უმეტეს მათთვის ვინც ტურიზმიდან საზრდოობს , - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში მოიაზრებს.
“ევროკავშირს შეაქვს საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში. ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ იმგზავრონ ევროკავშირში და მივიღოთ ტურისტები სხვა ქვეყნებიდან. ეს არის გადარჩენის საკითხი უამრავი ჩვენი თანამოქალაქისთვის, განსაკუთრებით მათთვის ვინც ტურიზმიდან საზრდოობს. ამ ხალხს მთავრობა ეუბნება, რომ უბრალოდ უნდა ჩავიკეტოთ” , - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
შეგახსენებ, რომ საერთაშორისო ფრენები საქართველოდან 31 ივლისამდე გადაიწია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,