11:53 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-26 16:59:45, 2078 ნახვა

საზოგადოება
ახალდაბაში ბეთანიის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების

ფარგლებში, ახალდაბაში მდებარე ბეთანიის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო.

გეგმის თანახმად, ქუჩაზე მოეწყობა ბეტონის გზა და სანიაღვრე ქსელი. საერთო ჯამში, მოწესრიგდება 2 182 კვ. მ ფართობის ტერიტორია.

ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე შეხვდა და სამუშაოების პროცესს დაესწრო.

„ბეთანიის ქუჩის განახლება ადგილობრივების დიდი თხოვნა იყო. დაზიანებული გზის და დიდი აღმართის გამო, ქუჩაზე შეუძლებელი იყო გადაადგილება, მათ შორის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების და საგანგებო სიტუაციების სამსახურის ავტომანქანების მოძრაობა. ამიტომ, ჩვენთვისაც და აქ მცხოვრები ადამიანებისთვისაც, ეს უმნიშვნელოვანესი პროექტია“, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

ახალდაბაში, ბეთანიის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 381 350 ლარს  შეადგენს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics