2020-06-25 14:24:54, 1829 ნახვა
კომენტარი
ლომჯარია კალაძის ბანერზე - მიჩენს შთაბეჭდილებას, რომ მისი მიზანი კონკრეტული მედიასაშუალებების წინააღმდეგ განცხადებების გაკეთებაა
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გამოეხმაურა თბილისის მერის კახა კალაძის მიერ „ფეისბუქზე" გავრცელებულ ბანერს.
ლომჯარიას განცხადებით, ბანერი უჩენს იმის შთაბეჭდილებას, რომ რეალურად მიზანი კონკრეტული მედიასაშუალებების წინააღმდეგ განცხადებების გაკეთებაა.
„არ ვიცი რა განცხადების გაკეთებას აპირებს მერი, მაგრამ ეს ბანერი მიჩენს შთაბეჭდილებას, რომ რეალურად მიზანი არის კონკრეტული მედიასაშუალებების წინააღმდეგ განცხადებების გაკეთება და არა ყალბ ახალ ამბებთან ბრძოლა, რომელიც ძალიან ბევრ მერიაში გვხვდება, რომელზეც ის არ გააკეთებს აქცენტს, მათ შორის ონლაინ მედიასაშუალებებში“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან