|
2020-06-25 11:17:38, 2003 ნახვა
საზოგადოება
გახარია - მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალი ეტაპი იწყება, რომელიც ხუთ მუნიციპალიტეტს შეეხება
მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალი ეტაპი იწყება, რომელიც ხუთ მუნიციპალიტეტს შეეხება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მოქალაქეებს მიწის რეგისტრაციისთვის ფინანსური ხარჯის გაწევა არ მოუწევთ. „დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც მოგვიწევს მსჯელობა. პირველ რიგში, მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალი ეტაპი იწყება, რომელიც შეეხება ხუთ მუნიციპალიტეტს და ესენია: თეთრიწყაროს, გარდაბნის, გორის, ქარელის და საგარეჯოს 28 ადმინისტრაციული ერთეულს. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია, რამეთუ 111 ათასი ჰექტარი მიწა ფაქტობრივად მოწესრიგდება. ამისთვის დაფინანსება უკვე არსებობს. ფაქტობრივად ჩვენს მოქალაქეებს არანაირი ხარჯის გაწევა არ მოუწევთ, იუსტიციის სამინისტრო შესაბამისი ინფრასტრუქტურით სრულად მოაგვარებს ამ საკითხს. „ფაქტობრივად, ჩვენს მოქალაქეებს არ მოუწევთ არანაირი ხარჯის გაღება, იუსტიციის სამინისტრო, შესაბამისი ინფრასტრუქტურით, სრულად მოაგვარებს ამ საკითხს. ეს იქნება სრულად შექმნილი და სრულფასოვანი საკადასტრო მონაცემები, უფასოდ, საფასურის გარეშე რომელიც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურებას სოფლის მეურნეობაში, ეს ძალზედ მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, მთავრობას აქვს უკვე 3-წლიანი გეგმა გამოყოფილი ბიუჯეტით, იმისთვის, რომ ქვეყანაში სისტემური რეგისტრაცია საბოლოოდ დასრულდეს“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)