2020-06-24 14:43:49, 1446 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე მთავრობაზე - პატარა გოჭები იყვნენ, ეხლა კი ურჩხულები გახდნენ
იმ დროს პატარა გოჭები იყვნენ და ეხლა გახდნენ ურჩხულები, - ასე გამოეხმაურა, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ მთავრობას სასამართლოს შესახებ, ინიციატივის უარყოფას.
მისი თქმით, სასამართლო ივანიშვილის ფინანსურ და პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება.
"პატარები იყვნენ და გაიზარდნენ გოჭები, გაეზარდათ დინგები, ეს კლიპი ნახეთ და მიხვდებით, იმ დროს პატარები იყვნენ და ეხლა გახდნენ ურჩხულები. ისინი ერთ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს ემსახურებიან, მათი მორჩილები არიან. ეხლა უკვე სხვა დონეზეა ძალაუფების უზურპაცია და სასამართლოს ფექქვეშ გათელვა ასული. სასამართლო ივანიშვილის ფინანსური და პოლიტიკური ინტერესების გამამყარებელი ორგანოა", - გაანცხადა რომან გოცირიძემ.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან