07:15 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-23 12:15:24, 1763 ნახვა

კომენტარი
ლევან გოგიჩაიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ არ სურს, მშვიდობიანი არჩევნების ჩატარება, რასაც „ქართული ოცნება“ სიბრიყვით უწყობს ხელს

„ნაციონალურ მოძრაობას“ არ სურს, რომ ამ ქვეყანაში ჩატარდეს მშვიდობიანი არჩევნები და თავისი სიბრიყვით, ამას ხელს უწყობს „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ  ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური  მოძრაობის“ ხმები და „ევროპული საქართველოს“ ხმები საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად, საერთოდ არ არის საჭირო, რადგან ეს ცვლილებები ისედაც გავა.

„მე, როგორც პოლიტიკოსს მაქვს განცდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ სურს, რომ ამ ქვეყანაში ჩატარდეს მშვიდობიანი არჩევნები და თავისი სიბრიყვით, ამას ხელს უწყობს „ქართული ოცნება“. „ნაციონალური  მოძრაობის“ ხმები და „ევროპული საქართველოს“ ხმები, საერთოდ არ არის საჭირო. თუ ისინი არ აპირებენ მხარდაჭერას, ნუ დაუჭერენ, ეს ცვლილებები ისედაც გავა. ჩვენთვის მთავარია მშვიდობიანი საარჩევნო პროცესი“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უსიკი ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics