|
2020-06-22 21:13:22, 1513 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე - ივანიშვილის გარემოცვა ბიუჯეტს წურბელებივით ასხდება
ივანიშვილის გარემოცვა წურბელებივით ასხდება ბიუჯეტს , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში ყოფნისას განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქუთაისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მილიონ ასი ათასი არაფერში დაიხარჯა. “12 მილიარდიანი ბიუჯეტი, რომელსაც წურბელებივით ასხედან “ქართული ოცნების” დეპუტატები, მერები, პარლამენტარები ოლიგარქის გარემოცვა. ქვეყანა ამას ვეღარ გაუძლებს. რამდენიმე დღეა ქუთაისში დავდივარ, ბარათაშვილის ქუჩაზე მილიონ 100 ათასია უკვე დახარჯული ვითომ რაღაცის გაკეთებაში. შემდეგ მოვიდნენ, თხლად დაგებული ასფალტი აყარეს და ახლა აკეთებენ სანიაღვრე არხებს” , - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე. შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, ბარათაშვილის ქუჩაზე გზის დაგება მილიონ ასი ათასი დაჯდა, თუმცა იგივე გზა სანიაღვრე არხების გაკეთების მიზნით მალევე გადათხარეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)