|
2020-06-22 19:09:11, 1951 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - კოვიდ-19 - ის პანდემიის მიუხედავად, 2020 წლის პირველ კვარტალში აშშ - იდან განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 34 პროცენტით გაიზარდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აშშ - ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა, რომლის დროსაც განხილული იქნა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და დავით თვალაბეიშვილი. შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორად და ასევე, ერთ-ერთ მთავარ ინვესტორ ქვეყნად, საიდანაც ინვესტიციები 2020 წლის I კვარტალის მონაცემით 34%-ით გაიზარდა და 17%-იანი წილით მეორე ადგილი დაიკავა უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის. მისი თქმით, კოვიდ-19-ის პანდემიის მიუხედავად სწორედ აშშ - დან გაიზარდა ინვესტიციების მოცულობა. ასევე ყურადღება გამახვილდა ამერიკის მიერ მრავალი წლის განმავლობაში საქართველოსთვის გაწეულ დახმარებაზე და სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ პროექტებზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომელმაც ხარისხობრივად ახალი, სტრატეგიული მოკავშირეობის დონეზე აიყვანა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები. ქარტიის კომისიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დაგეგმილი იყო 2020 წლის 18 მაისს, მაგრამ COVID 19 პანდემიის გამო, მოხდა მისი გადადება. ასევე, იგივე მიზეზით გადადებულ იქნა 2020 წლის ივნისში დაგეგმილი აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლობის (USTR) მისიის ვიზიტი საქართველოში. ნათია თურნავამ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული შეხვედრების მნიშვნელობის გათვალისწინებით, მოხერხდება მათი უახლოეს მომავალში ორგანიზება. ასევე განხილული იქნა ე.წ. "მაღალი დონის სავაჭრო და საინვესტიციო დიალოგის" (HLTID) შეხვედრის USTR-ის ხელმძღვანელის დონეზე ჩატარება უახლოეს მომავალში. აღინიშნა, რომ აშშ-ს კომერციის დეპარტამენტის მხარდაჭერით გათვალისწინებული იყო 2020 წლის აპრილში საქართველოში მორიგი მიზნობრივი სავაჭრო მისიის ორგანიზება. ნათია თურნავამ სურვილი გამოთქვა, რომ წელსვე გაიმართოს მისიის ვიზიტი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ამერიკული კომპანიების ჩამოსვლას და დაინტერესებას ჩვენი სტრატეგიული სექტორებით. აღინიშნა საქართველოს მზადყოფნაც აქტიურად ჩაერთოს აშშ-ს პრეზიდენტის მიერ მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაანონსებულ ინიციატივაში, ე.წ. "Economic Prosperity Network"-ში, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, რაც მოიცავს გლობალური ეკონომიკის გაჯანსაღებას ციფრული ბიზნესის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ვაჭრობის, განათლების თუ კვლევის მიმართულებით. აღნიშნული ქსელის შექმნა მოიცავს აშშ-ს მიერ ე.წ. „სანდო პარტნიორების ალიანსის" შექმნას, სადაც ჩართულები იქნებიან სხვადასხვა სახელმწიფოების კერძო კომპანიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. მინისტრმა აშშ - ის ელჩს ასევე მიაწოდა ინფორმაცია სამუშაო პირობების და უფლებების მიმართულებით მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტთან დაკავშირებით, რომელიც შრომის ინსპექციის შესახებ მომზადებული კანონპროექტსაც მოიცავს და საქართველოში დამოუკიდებელი სსიპ შრომის ინსპექტირების სამსახურის შექმნას ითვალისწინებს. აღინიშნა, რომ სააგენტოს მანდატი ყველა სამუშაო პირობის და უფლების დაცვა და ზედამხედველობა იქნება.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)