07:16 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-22 15:10:05, 15715 ნახვა

ომი უკრაინაში
გამყრელიძე - დღევანდელი ეპიდსიტუაცია იძლევა იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში არჩევნებიც ჩატარდეს და სასწავლო პროცესიც დაიწყოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში დღევანდელი ეპიდსიტუაცია იძლევა იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში არჩევნებიც ჩატარდეს და სასწავლო პროცესიც დაიწყოს.

მისი თქმით, ძალიან ბევრმა ქვეყანამ ჩაატარა არჩევნები პანდემიის პერიოდში. საქართველო ამ მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას გაიზიარებს.

„ძალიან ბევრმა ქვეყანამ ჩაატარა არჩევნები პანდემიის პერიოდში, ახლა ჩვენ ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ. პანდემიის პერიოდში ზოგმა გადადო არჩევნები,ზოგმა გაახანგრძლივა დროში, ზოგმა ჩაატარა, ასე რომ ამის ანალიზი ხდება საერთაშორისო  გამოცდილების ფონზე.

საქართველოში დღევანდელი ეპიდსიტუაცია არის ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონში და ის იძლევა იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში არჩევნებიც ჩატარდეს და სასწავლო პროცესიც დაიწყოს“, - განაცხადა გამყრელიძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics