|
2020-06-22 14:25:48, 1412 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი - სახიფათოა, რომ ხელისუფლება პანდემიას საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებს, მათ შორის საარჩევნო პროცესში
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, სახიფათოა, რომ ხელისუფლება პანდემიას საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებს, მათ შორის საარჩევნო პროცესში. მისი თქმით, პანდემია საარცევნო პროცესს დამატებით გამოწვევებს უქმნის. „პანდემია, რა თქმა უნდა, დამატებით გამოწვევებს უქმნის ქვეყანაში საარჩევნო პროცესს, მაგრამ ამავე დროს, რჩება ძალიან აქტუალური ყველა ის გამოწვევა არჩევნებთან მიმართებაში, რომელიც ჩვენს ქვეყანას დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ჰქონდა. ეს არის ძალადობა, ეს არის მოსყიდვა, ეს არის ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება. რა თქმა უნდა, ძალიან სახიფათოა ისიც, რომ პანდემიას ხელისუფლება გამოიყენებს სწორედ საკუთარი ინტერესებისთვის, მათ შორის საარჩევნო პროცესში“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)