22:33 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-27 17:50:04, 1074 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლის ტერიტორიაზე დაფიქსირებული ვერტმფრენები თურქეთს ეკუთვნის

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლის ტერიტორიაზე დაფიქსირებული ვერტმფრენები თურქეთის შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნის. 
ამის შესახებ განცხადებას თავდაცვის სამინისტრო  ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. 
„პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, რუსული ვერტმფრენების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ, არ შეესაბამება სინამდვილეს. შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე დაფიქსირებული ვერტმფრენები ეკუთვნის თურქეთის შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც საქართველოს ნებართვით მიფრინავდნენ აზერბაიჯანის მიმართულებით“,-აღნიშნულია განცხადებაში. 
ცნობისთვის, მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსეთმა საჰაერო სივრცე დაარღვია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics