00:03 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-19 11:29:11, 2024 ნახვა

ეკონომიკა
2020 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2.2%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში 2020 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.2%-ით, ხოლო დეფლატორი 6.1%-ით გაიზარდა.

მათივე ინფორმაციით, 2020 წლის I კვარტალში, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 11 063.8 მლნ. ლარს გაუტოლდა.

„ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (13.5 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (16.2 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (5.7 პროცენტი), მშენებლობა (6.7 პროცენტი), განათლება (7.5 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (4.2 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (4.7 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (7.6 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (1.6 პროცენტი).

კლება დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (-13.1 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (-6.1 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-6.6). მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (13.5 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (12.9 პროცენტი), შემდეგ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (9.5 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (6.9 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (6.7 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.6 პროცენტი), მშენებლობა (6.6 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.4 პროცენტი)“, - აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics